მიხეილ ჯანელიძე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

Duration: 00:46
Published at: 11 Jan 2016 - 21:52:01
Category: News & Politics
Description: საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების და ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგში მიღწეული პროცესის თაობაზე. ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რეჟიმის იმპლემენტაციაზე.

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა კომერციული დიპლომატიის გაძლიერებაზე, ამ კუთხით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მაქსიმალურ ჩართულობაზე. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული ინვესტიციების შემოსვლას და ამ მიმართულებით ითანამშრომლოს როგორც ბიზნესსაბჭოსთან, ასევე პოტენციურ პარტნიორებთან.

Watch video მიხეილ ჯანელიძე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა by Georgian Broadcaster for free on VideoGen. Download მიხეილ ჯანელიძე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა video & audio in MP4, WEBM, FLV, 3GP, M4A, MP3.
23
Views
N/A
Rating

Share

Download

Click download button below to show download links for all available video and audio formats.
Getting download link... Please wait.
Error getting download link. Please try again.

Tags

No tags
Processed in 0.3189 seconds